პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და კიდევ 17 საერთაშორისო უფლებადამცველი და პრესის ორგანიზაცია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავენ.
საერთაშორისო ორგანიზაციები მმართველ პარტიას "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისკენ და საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენ, ხელმომწერი საერთაშორისო პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოგმართავთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" ხელახალი შემოღების და ჟურნალისტების და რეპორტიორების მიმართ ძალადობის უეცარი ზრდის და სხვა შეზღუდვების შესახებ.
ვიმეორებთ მოწოდებას კანონპროექტის დაუყოვნებლივ გაუქმების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის მრავალი დამოუკიდებელი მედიის სიცოცხლისუნარიანობას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, 20 მედიამუშაკის მიმართ დემონსტრაციების გაშუქებისას ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა", - ნათქვამია წერილში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press