არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია! - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ევროპის მარშს".
როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, გუშინდელი აქცია ყველაზე ხალხმრავალი იყო.
"გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი, ვიდრე "მაიდნებზე" უკრაინაში, ვიდრე ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე 9 აპრილს და "ვარდების რევოლუციის" დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა.
გაუმარჯოს ერთობას! არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ 11 მაისს თბილისში "ევროპის მარში" გაიმართა. მარში დედაქალაქის 4 სხვადასხვა ლოკაციიდან - "ექსპო ჯორჯიას", მეტროსადგურ "300 არაგველის", რესპულიკისა და მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ევროპის მოედანზე ფართომასშტაბიანი დემონსტრაციით დასრულდა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press