Foto

ზურაბიშვილი - ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - „აბა, რა არის ამ კანონში რუსული“ - ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ

ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - "აბა, რა არის ამ კანონში რუსული" - ამას ვერ შეცვლის - თქვენ წერეთ და იკითხეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველო "რუსულ მდგომარეობაში არ დაბრუნდება".

"ისიც ვერ გაიგეთ, როგორც ჩანს, რომ აქ კი, რუსულ კანონზე არის საუბარი. ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - "აბა, რა არის ამ კანონში რუსული" - ამას ვერ შეცვლის - თქვენ წერეთ და იკითხეთ.

ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა - წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე ქმედებები, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო - მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.