მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ და სადამდე მიგიყვანათ ივანიშვილმა. გონს მოეგეთ, როდემდე აპირებთ საკუთარ თავთან ბრძოლას? - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
მანჯგალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ "ოცნებას" რუსული კანონისთვის მხარი დაეჭირა, სპეცრაზმი ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა".
"ის, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩატარდა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების დარბევის ფონზე და ასე დაუჭირეს მხარი მესამე მოსმენით რუსულ კანონს, ამით თავს არ უნდა იწონებდნენ.
ჩვენ 14 საათი, მთელი ღამის განმავლობაში ვიყავით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, თქვენ სად იყავით, სად იმალებოდით, ან სად გეძინათ, რობოკოპებს ამოფარებულები რომ შეიპარეთ პარლამენტში?
არ გრცხვენიათ? იმისთვის, რომ თქვენ უსაფრთხოდ შესულიყავით პარლამენტში რუსული კანონის მისაღებად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ფიზიკურად გაუსწორდა სპეცრაზმი.
მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ და სადამდე მიგიყვანათ ივანიშვილმა. გონს მოეგეთ, როდემდე აპირებთ საკუთარ თავთან ბრძოლას?
არა რუსულ კანონს! არა რუსულ ხელისუფლებას!" - მიმართავს მანჯგალაძე ხელისუფლებას.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press