სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის,- ამის შესახებ ნათქვამია განმარტებაში, რომელსაც საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა ლოცვის არსის დამახინჯებაა.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის.
ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება.
შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო",- ნათქვამია განმარტებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 12 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლისადმი მიმართვა გაავრცელა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press