პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით შეუერთდნენ.
პარალელურად საკანონმდებლო ორგანო ემზადება პლენარული სესიისთვის, რომელზეც აღნიშნული კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი.
პარლამენტში უკვე მიდიან "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებსაც შენობაში შესვლა პროტესტის ფონზე უწევთ.
შეგახსენებთ, გუშინ, 13 მაისს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეეტმა დაუჭირა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press