მინდა, მივმართო ახალ თაობას - ძვირფასო ახალგაზრდებო, იცოდეთ, ვიდრე თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ცდილობს და ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით ცდილობს.
„სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას და მის ლობისტებს, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება! კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, სწორედ ამიტომ, ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ",- თქვა თალაკვაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press