ქართველების წინააღმდეგ, ქართველი გამოიყვანეთ და გაუსწორდით სასტიკად, მაგრამ თქვენ ფიზიკურ ტკივილზე მეტი გელოდებათ და ეს არის საქართველოს ისტორია, რომელსაც უკუღმა წერთ,-ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ხაბეიშვილის გაანცხადებით, "დღეს ხელისუფლებაში არის ხარება, ის რობოკოპები", რომლებიც "ქართული ოცნების" დეპუტატებს "იცავენ".
"ახალგაზრდებს, ვისაც თქვენ სახის ძვლებს უტეხავთ, ეს შეხორცდება, მაგრამ თქვენი რეპუტაცია აღარასდროს არ გამთელდება, ეს უნდა გესმოდეთ. სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხზე ზრუნვის სახელით, ხალხს აჩეჩებთ კანონს, სადაც თავ-პირს ალეწავთ ადამიანებს და ეუბნებით, რომ ამას მათ გამო აკეთებთ, ამიტომ ურტყამთ თავში. უკაცრავად, მაგრამ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ? არ უყურეთ გუშინ სპეცრაზმი, ფაქტობრივად "ომონი“ რუსეთში რასაც აკეთებს ფორმიანი, იგივე გააკეთეს.
ქართველების წინააღმდეგ, ქართველი გამოიყვანეთ და გაუსწორდით სასტიკად. რამდენიმე ათეული ადამიანი დაესხა თავს ახალგაზრდებს და უმოწყალოდ სცემეს ისინი. ეს დავიჯერო არ ნახეთ? და თქვენ ამის მერე გგონიათ, რომ ხელისუფლებაში ხართ? დღეს ხელისუფლებაში არის ხარება, ის რობოკოპები, რომლებიც თქვენ გიცავენ, რომლების გარეშეც პარლამენტში ვერც შემოიპარებით და ვერც გაიპარებით და თქვენ რომ პარლამენტში მოხვიდეთ, ამიტომ ათეულობით ადამიანს ულეწავენ თავს, უტეხავენ ცხვირს, აკავებენ ახალგაზრდებს, მათ ჰყავთ მშობლები, დედები ამას უყურებენ ტელევიზიით, მაგრამ თქვენ რომ დედები არ გაინტერესებთ, ეს გამოჩნდა, როდესაც სახლებში მიუვარდით ხალხს.
ვის თავში მოიხარშა ის დიტო სამხარაძე, ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში და ფაქტობრივად, ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავ-პირის ლეწვა. ასე გიყვართ თქვენ ქართველი ხალხი, სარწმუნოებაზე ლაპარაკობთ, აღდგომის კვირაში ადამიანებს თავის ქალა ააძრეთ, სახლებში მიუვარდით, სცემეთ. ლაჩრობაზე ლაპარაკობდით, მამუკა მდინარაძეს რომ ფიზიკურად გაუსწორდით, ეს ლაჩრული ყოფილა და ამ დროს თურმე, სახლში მივარდნა ვაჟკაცობაა. ქალებთან, შვილებთან ერთად ადამიანების ცემა ყოფილა ვაჟკაცობა, ეს ყოფილა მამული, ეს ყოფილა ენა და ეს ყოფილა სარწმუნოება.
სინამდვილეში, როგორც რუსეთში ხდება ეს, ქართველ ხალხზე ზრუნვის სახელით ცხვირები გაუტეხეთ ადამიანებს და კანონს იღებთ ახლა და რობოკოპები, სპეცრაზმი, სახანძროა პარლამენტში მობილიზებული, ლამის ტანკები გამოიყვანოთ ახალგაზრდების წინააღმდეგ და თან ამბობთ, რომ ამას აკეთებთ ხალხისთვის. არავის არ სჭირდება ეს კანონი, ნუ აყრით ხალხს ნაცარს თვალებში, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ აუცილებლად გაგისწორდებათ ქართველი ხალხი პოლიტიკურად და ყველას უნდა ესმოდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სიძულვილი უნდა დასრულდეს, რასაც თქვენ ყოველდღიურად აღვივებთ და უნდა გესმოდეთ ისიც, რომ თუ თქვენ ვინმე რამეს მოგიტევებთ, ისევე ვიქნებით ჩვენ, ისევე იქნება ქართველი ხალხი, რომელიც სულგრძელია და ფიზიკურად არაფერს არ გავნებთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ფიზიკურზე მეტი ტკივილი გელოდებათ და ეს არის საქართველოს ისტორია, რომელსაც ახლა თქვენ უკუღმა წერთ, მაგრამ უახლოეს პერიოდში მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ღირსეულად გაიმარჯვებს",- მიმართა ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press