"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
როგორც ლანდსბერგისმა საქართველოს პრეზიდენტსა და ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება".
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან განცხადება, რომ ვეტოს დადება იგეგმება კანონპროექტზე. ამ კანონპროექტის გამოწვევა შეიძლება მოხდეს და არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რამე კოსმეტიკური ჩასწორება არსებული კანონპროექტისა, გამოასწორებს მის სახეს, ვინაიდან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან...
საქართველო მიეკუთვნება ევროპას. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა მის განცხადებაში - "მე ვარ ქართველ და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი" - და დიახ, თქვენ ხართ!",- განაცხადა ლანდსბერგისმა.
შეგახსენებთ, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები - ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოს დღეს, 15 მაისს ეწვივნენ. საგარეო უწყებების ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. შეხვედრები ასევე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press