ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.
ლანდსბერგისი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ შეხვედრისას არ დაეთანხმნენ პაპუაშვილის განცხადებს, "რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა "გარკვეული შეშფოთება".
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის პასუხად - საჭიროდ ვთვლი განვმარტო, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა "გარკვეული შეშფოთება", - წერს ლანდსბერგისი X-ზე.
ამასთან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით არ მოძრაობს.
"ნება მომეცით ნათლად ვთქვა სათქმელი, ჩვენ არ შევთანხმებულვართ არცერთ ნახსენებ საკითხზე. ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მოძრაობს სწორი მიმართულებით!", - წერს მარგუს ცაჰკნასი X-ზე.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ, კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი - ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press