სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, - ასე პასუხობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
როგორც როთი აღნიშნავს, ის გაკვირვებულია, თუ რატომ ცდილობს შალვა პაპუაშვილი "ახალგაზრდების დემონიზებას".
“ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, მაგრამ გთხოვთ, ნუ იქნებით დაკავებულები, მოუსმინოთ და ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას”, - წერს როთი X-ზე.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უცხოელი მინისტრებისა და პოლიტიკოსების აქციაზე გასვლა "ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა".
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press