ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, ფესტივალის გაუქმების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ფესტივალის ბილეთი შეიძინეს, მომავალ 4GB-ზე შეძლებენ დასწრებას, ან ბილეთის დაბრუნებას 10 ივნისის 19:00 საათამდე.
"გაცნობებთ, რომ 4GB 2024 გაუქმებულია!
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!
შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე.
ჩვენ ისევ შევხვდებით!" - ნათქვამია განცხადებაში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press