"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა.
როგორც გრიგორიადისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მასზე პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა.
"საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს, გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად და დაგვაკავეს მოულოდნელად. დავით ქაცარავაც დააკავეს, ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იყო.
პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად და წინიდან ვიღაცების აყვანა დაიწყეს და მაგას ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ და მეც შემითრიეს მაგ მომენტში...
კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ", - განაცხადა გრიგორიადისმა.
შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი რუსთაველზე, პარლამენტის წინ 14 მაისს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press