ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული. სიყვარული ადამიანებს შორის და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სიყვარულის გარშემო გაერთიანდეს".
„ქრისტე აღსდგა! გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებს და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე; ეს არის ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე, ეს არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვის დღე; ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც არის ძალიან ამაღელვებელი თითოეული ჩვენგანისთვის, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის, მისი იდენტობის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული. სიყვარული ადამიანებს შორის და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს.
ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ასევე ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ სიყვარულით ადამიანებს შორის. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის",- განაცხადა პრემიერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press