ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ფიზიკური პირები რეგისტრაცასი არ ექვემდებარებიან, თუმცა "მაშინ როდესაც ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს ვალდებულება აქვთ, მიაწოდონ ეს ინფორმაცია, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს".
„ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება. ეს ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ის მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა, რომ გადმოვიღოთ. აშკარად ძალიან მკაცრია ამერიკული მიდგომა, ჩვენ რბილი მიდგომა გვაქვს და ფიზიკური პირები არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას. რაც შეეხება ამ პუნქტს, ეს იყო მეორე მოსმენის დროს განხილული საკითხი. ეს გულისხმობს, მაშინ, როდესაც საჭიროა ხოლმე ინფორმაციის მოპოვება, როდესაც ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს ვალდებულება აქვთ, მიაწოდონ ეს ინფორმაცია, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press