მკვეთრად განვაცხადე, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და არ უნდა ყოფილიყო მიღებული, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც შოლცმა აღნიშნა, ახლა კანონი უკვე მიღებულია, თუმცა მისი პოზიცია არ შეცვლილა.
"ამ ადგილას ვიდექი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად და გარკვევით ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ახლა როცა ეს კანონი მიიღეს, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა", - განაცხადა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამჰერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press