Foto

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი. 

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დაჭრილებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი კი საშუალო სიმძიმის.