დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.
როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, მომხდარის დროს ის ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად იყო.
"დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ. ჩვენ იმ გვარის ვართ უკანდახევა რომ არ სჩვევიათ!
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას", - წერს ფავლენიშვილი.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press