რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა დაკარგა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ელექტროენერგიის რაციონალური მოხმარება კვლავ საჭიროა.
„ახლა, რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა დაკარგა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მის აღდგენას დრო სჭირდება. დიდი ძალისხმევაა საჭირო ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარებისთვის - ახალი ენერგეტიკის სექტორი, რომელიც შეძლებს ფუნქციონირებას რუსული ტერორის საფრთხის მიუხედავად.
გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვემზადებით გათბობის სეზონისთვის, რომელიც მოიცავს, კერძოდ, გეგმიურ შეკეთებას და ბირთვული გენერირების მომზადებას. აქედან გამომდინარე, საჭიროა ისევ ელექტროენერგიის ძალიან რაციონალური, გააზრებული მოხმარება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press