სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საქართველო დატოვა. ამის შესახებ ფერაძე სოციალურ ქსელში წერს.
აქტივისტის განცხადებით, "მძიმე გარემოებების" გამო, ევროპაში გამგზავრება მოუწია.
"სრულიად წარმოუდგენელი და მძიმე გარემოებების გამო, მომიწია ევროპაში გამოვარდნა. მიზეზს და ადგილს ჯერ ვერ გეტყვით, ვერც ქვეყანას",- დაწერა ფერაძემ "ფეისბუქის" გვერდზე.
პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იგეგმებოდა სამოქალაქო აქტივისტის სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავება და ფერაძემ საქართველო სწორედ ამ მიზეზით დატოვა.
"ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით.
მეგობრებო, ბელორუსში მეტი კი არაფერი ხდება! მეგობრებო, რუსეთში სხვანაირად კი არ იწყებოდა პუტინის დიქტატურა! მეგობრებო, სამშობლოს ასე კარგავენ ადამიანები: ჯერ ერთეულებს, მერე ყველა პატრიოტს უწევს ქვეყნის დატოვება! მხარდაჭერა ნატას და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს! ძირს უზურპატორი ივანიშვილი!" - წერს გვარამია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press