საქართველოს მთავრობავ, არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას.
როთმა სოციალურ ქსელში მცირე განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს ხელისუფლებას "შანსის გამოყენებისკენ" მოუწოდა.
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "უცხოელი აგენტების" კანონს ვეტო დაადო. საქართველოს ძვირფასო მთავრობავ, მოდი, გამოვიყენოთ შანსი. არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად",- წერს როთი X-ზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო.
პარლამენტმა კანონპროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი 14 მაისს დაუჭირა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press