არანაირი სასოწარკვეთა და დანებება - ჩვენი ადგილი ევროპაშია,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს.
ფერაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველო დატოვა, მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა ყველა ნაცნობ თუ უცნობ მეგობარს არნახული მხარდაჭერისთვის. არანაირი სასოწარკვეთა და დანებება, ჩვენია ეს ქვეყანა და ჩვენი ადგილი ევროპაშია",- წერს ფერაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ საქართველო დატოვა. როგორც აქტივისტი განმარტავს, "მძიმე გარემოებების" გამო, ევროპაში გამგზავრება მოუწია.
პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იგეგმებოდა სამოქალაქო აქტივისტის სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავება და ფერაძემ საქართველო სწორედ ამ მიზეზით დატოვა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press