საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 26 მაისს, საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა "ლა ტრიბუნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, "სასწორზე არა მხოლოდ საქართველო, არამედ რუსული გავლენისგან კავკასიის საბოლოოდ გათავისუფლების საკითხია".
"ემანუელ მაკრონი პრაქტიკულად 2018 წელს ჩემი არჩევის მომენტიდან დამპირდა, რომ ის ჩამოვა. ეს სექტემბერში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა გააკეთოს. სასწორზე მხოლოდ საქართველო არ არის, ეს კავკასიის საბოლოოდ გათავისუფლების საკითხია საბჭოთა მენტალიტეტისგან და რუსული გავლენისგან. აქ არავის სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისთვის. აქაა შავი ზღვა, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ტრანზიტული ზონა. მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, 26 მაისს“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press