საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის გაკეთებული შეთავაზება ძალაშია.
როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, მის მიერ გაკეთებული შეთავაზების შემდეგ, „რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო".
„მე როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს შევთავაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ საჯარო დისკუსიაში პირდაპირი ეთერის ფორმატში, თუმცა, იმავე წამს, რადიკალების მხრიდან დაიწყო ბულინგი ახალგაზრდების მიმართ და ამ პირობებში, ვერცერთმა ჯგუფმა ვერ გარისკა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა.
რა თქმა უნდა, ჩემი შეთავაზება კვლავაც ძალაში რჩება და იმედი მაქვს, რომ ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში ამ კანონთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press