ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ინგორყვას სახელობის სამედიცინო დაწესებულება დატოვა.
როგორც ქაცარავა აღნიშნავს, "ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს საოკუპაციო ხაზსა და პროტესტს".
"მძიმე ფორმით არის ტვინის შერყევა და საკმაოდ მიჭირს გადაადგილება და რაიმე სახის აქტივობა და უნდა დავემორჩილო დანიშნულ მკურნალობს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება. აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში, შემდეგ სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მალე დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და პროტესტს ქუჩაში.
კისერზე კვალი ჩანს, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, ისინი არიან ჯალათები, იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე ბრუტალურად გამისწორდნენ ეს ჯალათები. მხედველობის პრობლემაც მაქვს, ჯერჯერობით არ არის სრულად აღდგენილი", - განაცხადა დავით ქაცარავამ.
შეგახსენებთ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერ დავით ქაცარავას სპეცრაზმი 14 მაისს, პარლამენტთან ფიზიკურად გაუსწორდა.
მომხდარის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press