ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ალარ კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
"ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press