სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კარიმ ხანის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროკურატურას აქვს გონივრული საფუძველი, ივარაუდოს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორშია ჩადენილი.
BBC-ის ცნობით, კარიმ ხანმა ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას უკვე მიმართა მოთხოვნით, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერი გასცეს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press