ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი ჰააგის სასამართლო პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას „ისტორიული მასშტაბის დანაშაული“ უწოდა.
ბენი განცი აკრიტიკებს კარიმ ხანის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე.
როგორც განცი აღნიშნავს, ღაზაში საბრძოლო მოქმედებებისას ისრაელის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებენ.
„ისრაელი იბრძვის ისტორიაში უმკაცრესი მორალური კოდექსით, იცავს საერთაშორისო სამართალს და აქვს ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა. დემოკრატიული ქვეყნის ლიდერებსა, რომლებმაც გადაწყვიტეს თავი დაიცვან ტერორისგან და სისხლისმსმელი პერცეპტული ორგანიზაციის ლიდერებს შორის პარალელის გავლება არის სამართლიანობის დამახინჯება და აშკარა მორალური მარცხი. პროკურორის პოზიცია მიმართოს დაკავების ორდერების გასაცემად, თავად არის ისტორიული მასშტაბის დანაშაული, რომელიც თაობებს ემახსოვრებათ“, - განაცხადა განცმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს,თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press