Foto

ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა

აშშ ფუნდამენტურად უარყოფს ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებას, რომელშიც ის ითხოვს ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერს, „ჰამასის“ ტერორისტების დაკავების ორდერებთან ერთად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი არ იყო სასამართლოს წევრი, თუმცა მზად იყო ეთანამშრომლა პროკურორთან.

„ჩვენ უარვყოფთ პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც მოაწყო ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ და დღემდე მძევლად ჰყავს აყვანილი ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები.

უფრო მეტიც, აშშ-მა ნათლად აჩვენა მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე, რომ ჰააგის სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. ჰააგის სასამართლო შეიქმნა მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ, როგორც შეზღუდული იურისდიქციის სასამართლო“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.