გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა.
"უკრაინაში ვითარება კვლავ მკვეთრად გაუარესდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული ავიაციის მასიური თავდასხმების და ხარკოვის რეგიონში რუსეთის შეტევის გამო",- განაცხადა ბერბოკმა.
Der Spiegel-ის ცნობით, დაგეგმილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ხარკოვში, თუმცა მოგზაურობა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გაუქმდა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინას ომის დაწყების შემდეგ მეხუთედ სტუმრობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press