Foto

Politico - EU ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს

"ევროკავშირი უკრაინას ივნისში მწვანე შუქს აუნთებს" - ამ სათაურით სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Politico აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, 5-მა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით Politico-ს განუცხადა, რომ ბლოკი მიზნად ისახავს, 25 ივნისს (ევროპის საბჭოს სამიტის თარიღი) უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი უნგრეთია, რომელიც 
"ეწინააღმდეგება კიევის წინადადებას, რადგან სხვა მიზეზებთან ერთად, აცხადებს, რომ [უკრაინას] აქვს გადაუჭრელი საკითხები ქვეყანაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით".

როგორც Politico წერს, კიდევ ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად განიხილება ნიდერლანდები, რომელიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგია.