თუ ეს კანონი მიიღება, დეკემბერში გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.
ფიშერის თქმით, არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და აღნიშნული კანონი ამ სტანდარტს არ შეესაბამება.
“ვფიქრობ, ყველამ იხილა გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომლებმაც თქვეს, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ასცდა ევროპის გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტს არ შეესაბამება.
ამიტომ, თუ ეს კანონი მიიღება, დეკემბერში გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას. ეს კი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საგრძნობლად დახევს უკან”, - განაცხადა ფიშერმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press