Foto

ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის

პუტინი კრემლს მხოლოდ მკვდარი თუ დატოვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის და უკრაინის მიმართ სიძულვილის ვაკუუმშია.

„პრობლემა ამაშია, ის ტვინს ურეცხავდა ხალხს და მასაც გამოურეცხეს. ის ინფორმაციულ ბუშტში იმყოფება, ჩვენი განადგურების სურვილით. მოლაპარაკებისთვის ვერ დაჯდები ადამიანთან, რომლის ერთადერთი მიზანი შენი განადგურებაა. დღეისათვის აქ სამართლიან დიალოგს ვერ მიაღწევ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.