დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავებაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა.
როგორც რიში სუნაკი აღნიშნავს, კარიმ ხანის მოთხოვნა „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას, ან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს.
„რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით საბოლო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიღებულა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უსარგებლო იქნება. თავდაცვის კანონიერი უფლების მქონე დემოკრატიულ სახელმწიფოს და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის მორალური ეკვივალენტი არ არსებობს. ამ ორი განსხვავებული სუბიექტის გაიგივება არასწორია. ამით ბრძოლის ველზე, ან მძევლების გათავისუფლების კუთხით, არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა სუნაკმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press