Foto

ქურასბედიანი - ვენეციის კომისიის დასკვნაში დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას მრავლად ვხვდებით

ვენეციის კომისიის დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, სალომე ქურასბედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ქურასბედიანმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში "მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას".

"ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არა ერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს.

ამდენად გულდასაწვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს.

საბოლოოდ, ვენეციის კომისიას ისიც დააწერინეს, რომ NGO-ებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია. ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის თავად ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს", - განაცხადა ქურასბედიანმა.