მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ვენეციის კომისიის შეფასების გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ბურიჩი აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭო საქართველოსთვის დახმარების გაწევისთვის მზად არის.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ჩვენი, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ევროპის საბჭო დახმარების გაწევისთვის მზად არის“, - წერს ბურიჩი X-ზე.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამჟამინდელი ფორმით გააუქმებას ურჩევს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press