ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის ბლოკთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის მიზეზი "რუსეთის მიერ შთაგონებული "უცხოელი აგენტების" კანონთან დაკავშირებით მთავრობის წინააღმდეგობრივი პოზიციაა".
"საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უგულებელყო ბრიუსელის გაფრთხილება და რამდენიმეკვირიანი ქუჩის საპროტესტო აქციები და გააგრძელა საკამათო კანონი, რომელიც მსგავსია რუსეთში უკვე მოქმედი კანონისა",- წერს გამოცემა.
FT წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი ხელმძღვანელობენ ინიციატივას, რათა განიხილონ შემაკავებელი ზომები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მომავალ კვირას. ვარიანტებს შორისაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება, მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის სახსრების გაყინვა.
"ევროპული დედაქალაქები განიხილავენ "საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს", - იტყობინებიან ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური პირები",- წერს Financial Times-ი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press