საქართველო, როგორც არასდროს, არის ახლოს დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, "საქართველო ახლოსაა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან".
"საქართველო, როგორც არასდროს, არის ახლოს დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან; როგორც არასდროს, არის ახლოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან. 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იყო ერთიანი და მსოფლიო გვიჭერდა მხარს. ახლა ჩვენ ჩაგვხსნეს მსოფლიოს მხარდაჭერისგან და ახლა ცდილობენ, რომ გაგვყონ და დაგვანაწევრონ",- ამბობს სააკაშვილი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press