"რადიო თავისუფლების" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრი ანონიმურობის დაცვის პირობით უცხადებს, რომ კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა.
წყარო "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტს ვაშინგტონში ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც "ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია."
ამასთან, წყაროს საუბრობს სანქციებზეც და აღნიშნავს, რომ სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული.
"ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე, როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის "ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს "უცხოური აგენტების“ კანონპროექტით", - ნათქვამია სტატიაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press