ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააუქმოს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე რეკომენდაციები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებმა, კლაუდ კერნმა და ედიტ ესტრელამ, მოუწოდეს მთავრობას, კანონი გააუქმონ.
„ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა გვთხოვეს ლეგალური არგუმენტების დასახელება იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. ეს არგუმენტები ახლა მათ გადაეცათ ვენეციის კომისიის მიერ ერთსულოვნად გაცემული რეკომენდაციების სახით, რომელიც მოითხოვა ასამბლეის პრეზიდენტმა. შესაბამისად, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს კანონი, როგორც ეს ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში“, - აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press