სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
როგორც კულება აღნიშნავს, ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აუცილებელია დამატებითი Patriot-ის სისტემების მიღება.
„მაგრამ კიდევ ექვსი სისტემის რაც შეიძლება სწრაფად მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის გადარჩენისთვის, არამედ ევროპაში მშვიდობისთვისაც. არავის დასახელების ან შერცხვენის გარეშე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ Patriot-ის სისტემები, დააჩქარონ გადაწყვეტილება და მიაწოდონ ეს კომპლექსები უკრაინას. მიმაჩნია, რომ შვიდი Patriot-ის კომპლექსი არ არის ისეთი დიდი ფასი, რომელიც გადაიხდის ევროპაში გრძელვადიან მშვიდობას, მაგრამ ისინი ახლა არის საჭირო და არა ხვალ. სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press