Foto

ბლინკენი - ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვას

დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვას,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ბლინკენი განცხადებაში უთითებს, რომ აშშ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ქმედებებს გაითვალისწინებს.

"იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განხილვის პროცესში, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას",- აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, აშშ საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელი ან თანამონაწილე პირებისთვის“ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.