ივანიშვილის „ქართული ოცნება“ საქართველოს ბელარუსის მეგობრად აქცევს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც გონჩარენკო აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტმა აამოქმედა მექანიზმი, რათა "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს, რაც მისივე თქმით, ქართველი ხალხის სურვილი არ არის.
"ახლა საქართველოს პრორუსულმა პარლამენტმა აამოქმედა მექანიზმი, რათა "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. ათასობით პროტესტმა აჩვენა, რომ ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს.
ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ საქართველო რუსეთისა და პუტინის კლანჭებისგან. ქართველი ხალხი უნდა გადავარჩინოთ", - წერს გონჩარენკო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press