თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი პრივილეგიებით, როგორებიცაა თქვენი შვილების სწავლა - განათლება, მაშინ უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრებივით მოქცევა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საუბრობს.
ობრაიენმა აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სანქცირებულთა სია არ ქვეყნდება.
"ჩვენ არ ვაქვეყნებთ სახელების სიას, ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონი, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ის ქმედებები, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელია - კერძოდ, ძალადობის გამოყენება და დაშინება. ეს არის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს. მოგეხსენებათ, ეს ეხება არამხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც", - განაცხადა ობრაიენმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press