მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარება სურდა.
რაჭველიშვილის ინფორმაციით, მას ოპერის დირექციამ კონცერტის ჩატარების უფლება არ მისცა.
"ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ჩაეტარებინა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.
ოპერის დირექციამ უარი უთხრა. ეს უარი ოპერის დირექციის მხრიდან მათ მიმართ ვინც პარტიის მსახური არ არის პირველი არაა სამწუხაროდ!
დროა ოპერის დირექცია შეიცვალოს სასწრაფოდ!
უკვე დიდი ხანია ვიკავებ თავს და არ ვსაუბრობ იმ აბსოლუტურად მიუღებელ მენეჯმენტის ფორმაზე რომელსაც ვაკვირდები უკვე რამოდენიმე წელია.
სირცხვილია! ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ქვეყანას და არა ამა თუ იმ პარტიების პირად წყენებს და ინტერესებს! სირცხვილია!", - წერს რაჭველიშვილი "ფეისბუქზე".
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press