რუსული ძალები ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში სამშენებლო ჰიპერმარკეტს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას და ამსახველ ვიდეოკადრებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
როგორც ზელენსკი წერს, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის დროს ობიექტში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომლებიც ადამიანების გადარჩენასა და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
"მივმართავთ ყველა სახელმწიფოს ყველა ლიდერს: ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი გაძლიერება და საკმარისი შესაძლებლობები რუსი ტერორისტების გასანადგურებლად. მოგვეცით საჰაერო თავდაცვა, გადაარჩინეთ ხალხი", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი "ფეისბუქზე".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press