ხელისუფლება ამ კანონს იყენებს თუ არა უკვე ანტიდასავლური რიტორიკისთვის, მათ შორის ჩვენი კოლეგებისგან გვესმის, რომ სუვერენიტეტი აქვთ დასაცავი, ოღონდ აშშ-სგან იცავენ სუვერენიტეტს,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს.
ხაბეიშვილმა, კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს, ოხანაშვილს ასევე მიმართა შეკითხვით - ხომ არ არსებობს ასეთი პოზიცია, რომ "არჩევნებმა და ხალხმა გადაწყვიტოს, იქნებ მათ ისეთი ხელისუფლება უნდათ, რომელიც ასეთ კანონებს იღებს".
"ხელისუფლება ამ კანონს იყენებს თუ არა უკვე ანტიდასავლური რიტორიკისთვის, მათ შორის ჩვენი კოლეგებისგან გვესმის, რომ სუვერენიტეტი აქვთ დასაცავი, ოღონდ აშშ-სგან იცავენ სუვერენიტეტს. ჩემდა სამწუხაროდ, პროპაგანდა სწორედ ასეთია, იმ ქვეყნისგან იცავენ თავს, რომელი ქვეყანაც წლებია, ჩვენს ქვეყანას ეხმარება, მათ შორის უსაფრთხოების და სხვა ბევრი მიმართულებით, მთავარი პარტნიორია, მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და არ მგონია, ვინმეს წარმოდგენა ჰქონდეს, რომ ჩვენს მეზობლად რუსეთს, რომელიც დიდი სიამოვნებით მთელ საქართველოს გააუქმებდა და საკუთარ გუბერნიად გამოაცხადებდა, თუ რამე აკავებს, ერთ-ერთი არის აშშ და ეს არის ფაქტორი რუსეთისთვის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ, მე მაქვს კითხვა თქვენთან, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანონს უკვე ხელისუფლება იყენებს ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდისთვის, რაც უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ნიაღვარი მოდის სახელისუფლებო მედიებისგან და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.
მეორე, მე აქ რამდენჯერმე გავაჟღერე, მათ შორის საკომიტეტო მოსმენაზე, რომ თუ მაინც და მაინც ეს კანონი ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ გინდა თუ არა მივიღოთ, თქვენც ხომ არ გაქვთ ასეთი პოზიცია, რომ მაგალითად მშვიდობიანად რომ მოხდეს ეს ყველაფერი? არჩევნებია, დაახლოებით, ხუთ თვეში და ხომ შეიძლება ამ ადამიანებმა მისცენ მოსახლეობას მშვიდად არჩევანის გაკეთების უფლება და არჩევნებზე გადაწყვიტონ, როგორი ხელისუფლება უნდათ და იქნებ ისეთი ხელისუფლება უნდათ, რომლებიც ასეთ კანონებს იღებენ, მაგრამ მე არ მაქვს ასეთი წარმოდგენა მოსახლეობაზე, თუმცა თქვენ ხომ იძახით, რომ ხალხს სურს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ასეთ კანონებს იღებს.
და ბოლოს, გაქვთ თუ არა მოსაზრება თუ რა ეკონომიკური კოლაფსი შეიძლება მოჰყვეს საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას, რომელიც გამოიწვევს ჩვენი ხალხის კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას, თქვენ გიფიქრიათ თუ არა ამაზე და გაქვთ თუ არა ამასთან დაკავშირებით პოზიცია და გააფრთხილებდით თუ არა ხალხს ამ ეკონომიკური კოლაფსის შესახებ, რომელიც ამ კანონის მიღების შემთხვევაში ნამდვილად ელოდება. საქართველო, შესაძლოა, მოექცეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ბლოკადაში, ასე რომ ამის შესახებ გააფრთხილებდით თუ არა საქართველოს მოქალაქეებს?“ - მიმართა ხაბეიშვილმა ოხანაშვილს.
შეგახსენებთ, დღეს, 27 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press