კანონი "უცხოური გავლენის შესახებ" არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
ბორელის განცხადებით, თუ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ამოქმედდება, "ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე".
"კანონი "უცხოური გავლენის შესახებ" არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ის მომავლის მიმართ",- წერს ბორელი X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press