Foto

შალვა პაპუაშვილი - რეფერენდუმის თემა სპეკულაციურია და აჩვენებს, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან არა მხოლოდ ხალხის ნებას, არამედ რეალობას

რეფერენდუმის თემა სპეკულაციურია, არასერიოზულია, კიდევ ერთხელ აჩევენებს, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან არა მხოლოდ ხალხის ნებას, არამედ რეალობას და ყოველ ჯერზე მიიღებენ იმ სურათს, რაც მიიღეს გუშინ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ქართველი ხალხის ნებას აცდენილია.

„ის ხელოვნური გეგმები, რასაც ჩაისახავენ ხოლმე და მათი უცხოური მფარველები, რომლებმაც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ გაიცნეს ქართველი ხალხი, ჩასჩურჩულებენ ხოლმე ყურში, შემდეგ აღმოჩნდება, რომ არის აბსოლუტურად აცდენილი ქართველი ხალხის ნებას, რეალობას და ბოლოს ვიღებთ ამ პუფებს, რომლებიც ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, მერე შემოვიდნენ.

დაქადნებები რამდენი გვინახავს, ვერ მიიღებთ ამ კანონსო და ა.შ. ისინი არ დადიან ხალხში, არ არიან ქუჩებში, არ ელაპარაკებიან ადამიანებს, მათი ტკივილი და სიხარული არ აინტერესებთ. ისინი რთავენ ტელევიზორს, უყურებენ განცხადებებს სხვა ქვეყნებიდან, ამ განცხადებებს ზოგი პირდაპირ იგებს უცხო ენაზე, ზოგი ათარგმნინებს და ამის მიხედვით შემდეგ ხდიან თავის დღის წესრიგის ნაწილად“,- თქვა პაპუაშვილმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.