ვწუხვარ, რომ მთავრობამ, ფაქტობრივად, აირჩია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს,- ასე ეხმაურება ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა.
"ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ საფრთხის ქვეშ დააყენა "უცხოური აგენტების" კანონის მიღებით. ვწუხვარ, რომ მთავრობამ, ფაქტობრივად, აირჩია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს",- წერს თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press